Like us on facebook
მთავარი
პროდუქცია
ჩვენს შესახებ
ბლოგი
კონტაქტი

ჩვენს შესახებ

 
კომპანია MYSKIN დაარსდა 2013 წლის 18 მარტს. ჩვენი მიზანია ქართულ ბაზარზე შემოვიტანოთ
 ისეთი პროდუქცია, როგორიცაა ლოკოკინის  ექსტრაქტზე დამზადებული კოსმეტიკა, ნატურალური
ზეთები და ეთერზეთები, ცხიმები და სხვა ბუნებრივი და ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები.

ერთი თანამშრომლით დაწყებულმა კომპანიამ მოღვაწეობა დაიწყო მხოლოდ facebook-ის გვერდის
საშუალებით, რომელსაც დღეს დღეობით  7000-მდე რეალური მომხმარებელი და მიმდევარი ჰყავს. ამ
პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით მომხმარებლების თხოვნებს, რჩევებს,  აზრებს,
ვითვალისწინებდით და ვიზიარებდით თითოეულ კომენტარსა თუ პოსტს და საბოლოოდ კომპანია
ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოში ერთადერთი ბუნებრივი და 100% ნატურალური კოსმეტიკის
ინტერნეტ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ აბსოლიტურად 
ორგანული, ბიო და ნატურალური პროდუქცია.

ამ ხნის განმავლობაში კომპანია თავდაუზოგავად შრომობდა ბრენდინგის გაუმჯობესებისთვის და
2016 წლის ნოემბერში შეიქმნა ჩვენი ოფიციალური ვებ გვერდი საიდანაც საკმაოდ კომფორტული
გახდა შეკვეთის ფორმა, ასევე კომპანიამ გაააქტიურა უფასო საკურიერო მომსახურეობა რაც იმას
ნიშნავს რომ მომხმარებელს შეუძლია პროდუქციის შეძენა სახლიდან გაუსვლელად.
ასევე 2017 წლის 18 სექტემბრიდან შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი პროდუქცია სავაჭრო ცენტრ "ქარვასლა"-ში. (კარფურის შესასვლელთან) კომპანია MYSKIN-ის სტენდთან.

ვიმედოვნებთ კმაყოფილი დარჩებით, რადგან ჩვენთვის თქვენ ხართ ყველაზე მნიშვნელოვანი!
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, იდეები, რჩევები და ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ