Like us on facebook
მთავარი
პროდუქცია
ჩვენს შესახებ
ბლოგი
კონტაქტი
წონა: 200გრ.
ფასი30
შიის კარაქი 100% ნატურალური 200გრ.
შიის კარაქი საუკეთესო საშუალებაა კანის დატენიანებისთვის, თავისი დამამშვიდებელი და დამცავი ეფექტით. ის შეიცავს ვიტამინებს და სხვა აქტიურ ელემენტებს. შიის კარაქი გამოირჩევა სხვა და სხვა თვისებებით. გააჩნია ულტრა იისფერი სხივებისგან დამცავი თვისება და შესაძლებელია გამოყენება, როგორც მზისგან დამცავი საშუალება. შიის კარაქი შეიცავს ბუნებრივ ლატექსს, რაც თავიდან აგაცილებთ მზისგან გამოწვეულ ალერგიას. ასევე ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და სისხლის მიმოქცევას. საუკეთესო საშუალებაა სტრიებისთვის და კანის მცირე დაზიანებული სტრუქტურის აღსადგენად. მაქსიმალურად აუფერულებს და ამცირებს სტრიებს. კოსმეტიკურ საშუალებაში იყენებენ როგორც დაბერებისა და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ. საუკეთესო საშუალებაა მიმიკური ნაოჭების შესამცირებლად, ასევე თვალის გარშემო აქრობს სიშავეს. აღადგენს კანის დაზიანებულ სტრუქტურას, შველის სახეზე გამონაყარს, გამოიყენება მშრალი და მტვრევადი თმისთვის, ასევე მშრალი კანისთვის, დერმატიტის, დერმატოზის, ეგზემის, მზის დამწვრობის დროს. ნატურალურ შიის კარაქს აქვს ანტი ელასტიური დამახასიათებელი თვისება, რაც საუკეთესო აქტიური ნივთიერებაა, რომელიც დადებითად მოქმედებს სტრიებთან საბრძოლველად. ეს არის ძალიან კარგი საშუალება კანისთვის, არ იწვევს ალერგიას და შეგიძლიათ გამოიყენოთ მგრძნობიარე კანის ადგილებშიც, როგორიცაა თვალის ირგვლივ და კისრის მიდამოები. შიის კარაქი არ ახშობს ფორებს და კანს აძლევს სუნთქვის საშუალებას. საუკეთესო ანტების საწინააღმდეგო საშუალებაა. ის გამოიყენება როგორც ბავშვებში სათუთი კანის მოსავლელად, ასევე დიდებშიც. ასევე კუნთებისა და სახსრების ტკივილის დროსაც კი. 100% ნატურალური და ბუნებრივი შიის კარაქი დაგავიწყებთ ყოველგვარ კრემებსა და ლოსიონებს.