Like us on facebook
მთავარი
პროდუქცია
ჩვენს შესახებ
ბლოგი
კონტაქტი
წონა: 50გრ.
ფასი28 ლარი
18
მანგოს კარაქი 100% ნატურალური 50გრ.
უმაღლესი ხარისხის 100% ნატურალური მანგოს ცხიმი, ყველაზე ეგზოტიკური საშუალება კანისა და თმის მოსავლელად. ის გამოიყენება ძალიან მშრალი და დაზიანებული კანისთვის და საოცარი შედეგი აქვს. დიდი ხანია ამ ჯადოსნურ სილამაზის ელექსირს იყენებენ და ყოველთვის აქტუალური იყო არის და იქნება ის ქალბატონებში. კანს ხდის აბრეშუმივით ხავერდოვანს, ანიჭებს ბზინვარებას და ხდის უფრო მიმზიდველს, ეგზოტიკურს. მისი წყალობით კანი უფრო ელასტიური და მკვრივი ხდება. მანგოს ცხიმს გააჩნია დამარბილებელი, დამამშვიდებელი და დამატენიანებელი თვისებები. ეფექტურია ძალიან მშრალი კანისთვის, დერმატიტისა და ეგზემისთვის, იცავს კანს ტემპერატურის ცვალებადობისგან და მზის მავნე ზემოქმედებისგან. ეფექტურად ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს, გამოიყენება ასევე, როგორც მოყინული ასევე დამწვრობის დროსაც, კარგია კოღოს ნაკბენის, გამონაყარის და სტრიების შესამცირებლად. შეიცავს ანტიოქსიდანტურ, ანთების საწინააღმდეგო და დაბერების საწინააღმდეგო თვისებებს. არის ნაკლებად ცხიმიანი და ადვილად შეიწოვება კანში. თუ მას შევინახავთ გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას, ამ შემთხვევაში ცხიმი ინახება 24 თვემდე. გამოიყენება ასევე საპნის დამზადების დროს. მანგოს ცხიმი გამოიყენება უმეტეს შემთხვევაში ღამით. მას გააჩნია ბუნებრივი დამამშვიდებელი და მაღალი ოქსიდაციური თვისებები. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. შეიცავს ბუნებრივ ესენციალურ ცხიმოვან მჟავას, ანტი-ოქსიდანტებს და ვიტამინებს.