Like us on facebook
მთავარი
პროდუქცია
ჩვენს შესახებ
ბლოგი
კონტაქტი
წონა: 100გრ.
ფასი20
აფრიკული შავი საპონი 100% ნატურალური
შავი აფრიკული საპონი საუკეთესო საშუალებაა პრობლემური და მგრძნობიარე კანისთვის. ეფექტურად ებრძვის პიგმენტურ ლაქებს, მუწუკებს და კანზე გამონაყარს. ეხმარება კანს შეინარჩუნოს ჯანსაღი უჯრედები. საუკეთესოა ეგზემის, აკნეს, ფსორიაზის, ცხიმიანი კანისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. გამოიყენება ცხიმიანი, კომბინირებული კანისა და თმის მოსავლელად. ასევე მშრალი კანისთვის კონკრეტული დანიშნულებისთვის. კარგია სკალპის გაღიზიანების დროს. მას გააჩნია კიდევ ბევრი დადებითი თვისება. გამოიყენება კანის ღრმა წმენდისთვის, ასევე აახლებს კანის უჯრედებს და აჯანსაღებს მას. ორგანული 100% ნატურალური შავი აფრიკული საპონი განკუთვნილია აკნეს მკურნალობისთვის, შავი წერტილებისა და ფერიმჭამელებისთვის. აკნეს მკურნალობისას არ ტოვებს ლაქებს და კანს ხდის ერთფეროვანს. გახლავთ უმაღლესი ხარისხის ორგანული პროდუქტი, რომელიც დამზადებულია აფრიკის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. შავი აფრიკული საპონი ოდითგანვე მზადდებოდა დასავლეთ აფრიკაში, განას უნიკალური საიდუმლო რეცეპტით სხვადასხვა ტომებისა და თემთა მოსახლეობის მიერ. მას ხშირად იყენებდნენ ჭრილობების მოსაშუშებლად. დღესდღეობით ტექნოლოგია შეიცვალა თუმცა რეცეპტი უცვლელი დარჩა! ის მზადდება სხვა და სხვა მცენარეებისგან და მათი ქერქის ნაცრისგან როგორიცაა პალმის ხის ფოთლები, კაკაოს ქერქი, მრავალძარღვასა და შიის ხის ქერქი. მრავალძარღვა შეიცავს A და E ვიტამინებს. ასევე შიის მაღალი შემცველობის გამო მას გააჩნია ულტრა იისფერი სხივებისგან დამცავი საშუალება და იცავს კანს მზის მავნე ზემოქმედებისაგან. ის ასევე გაჯერებულია უამრავი სასარგებლო ნატურალური და ვიტამინიზირებული ზეთებით, როგორიცაა პალმის ცხიმი, ქოქოსის ცხიმი, პალმის თესლის ზეთი, შიის კარაქი და კაკაოს ფხვნილს. 100% ნატურალური ორგანული შავი აფრიკული საპონი არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს და არომატიზატორებს. მას აქვს მძაფრი სპეციფიური სურნელი რომელიც გამომდინარეობს მასში შემავალი ნატურალური ინგრედიენტებისგან.