Like us on facebook
მთავარი
პროდუქცია
ჩვენს შესახებ
ბლოგი
კონტაქტი
წონა: 60მლ.
ფასი25
ნუშის ზეთი (არარაფინირებული)!
უმაღლესი ხარისხის 100% ნატურალური ნუშის ზეთი. არ შეიცავს კონსერვანტებს და ხელოვნურ დანამატებს. ზეთი შესანიშნავად ატენიანებს კანს და კვებავს მას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თმისთვის და მასაჟისთვისაც. მშრალი კანისთვის იდეალური ვარიანტია. ასევე ძალიან კარგია გამონაყარისთვის, კანის სიმშრალისთვის, გაღიზიანებისთვის და დამწვრობისთვისაც. ერთი წვეთიც საკმარისია სახისთვის, ძილის წინ წასმისას. დილით თქვენი სახე დასვენებული, დატენიანებული და ბავშვივით ფაფუკი იქნება. შედეგით გაოცდებით. ასევე შეგიძლიათ მაკიაჟის გაკეთებამდე 20 წუთით ადრეც წაისვათ, რათა მაკიაჟმა სახის კანი არ გამოგიშროთ და კანს სუნთქვის საშუალება მისცეთ. ძალიან კარგია კანის დატენიანებისთვის და ტრადიციულად გამოიყენება მასაჟის დროს, ყველაზე ხშირად გამოყენებადი საბაზო ზეთია კანის მოვლისთვის. ნუშის ზეთზე ხშირად საუბრობენ მასში ლინოლეინის და ოლეინის ცხიმოვანი მჟავების მაღალი კონცენტრაციების გამო ვინაიდან მას ახასიათებს რესტრუქტურიზაციის მაღალი უნარი. ასევე სასარგებლოა თმისთვის, აძლიერებს და მატებს ბრწყინვალებას, ამასთანავე კვებავს და არბილებს თმის კუტიკულას. რამდენიმე წვეთი დაიდეთ თავის კანზე და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.