Like us on facebook
მთავარი
პროდუქცია
ჩვენს შესახებ
ბლოგი
კონტაქტი
წონა: 300მლ.
ფასი45
ქოქოსის კარაქი 300გრ. 100% ნატურალური
100% ნატურალური ქოქოსისი ცხიმი ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა, ის მართლაც გასაოცარი პროდუქტია, რომელსაც გამოყენების უზომოდ დიდი სპექტრი აქვს. მსოფლიოში ყველაზე სუფთა ცხიმია და შეიცავს სპეციალურ ცხიმოვან უჯრედებს, რომელიც სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება ჩვენს კანსა თუ თმაში. აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისება, აღადგენს კანის დაზიანებულ სტრუქტურას. ასევე ასწორებს ნაოჭებს, კანის ფერს ხდის ერთფეროვანს ქოქოსის ცხიმი ძალიან კარგი საშუალებაა ასევე პრობლემური კანისთვის, ის აღწევს კანის სიღრმეში და აჩერებს ანთებით პროცესს. აქრობს გამონაყარს და მისგან დარჩენილ კვალსაც კი. ვინაიდან ქოქოსის ცხიმს აქვს კანის სტრუქტურის აღმდგენი თვისება, ის საუკეთესო საშუალებაა სტრიების მოსაშორებლად. მაქსიმალურად აუფერულებს, ამცირებს და აღადგენს კანის უჯრედებს. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ცელულიტების საწინააღმდეგო საშუალებად, მასაჟის დროს. 100% ნატურალური ქოქოსის ცხიმი არის თქვენი კანისა და თმის მოვლისთვის საუკეთესო საშუალება. აღადგენს კანის დაზიანებულ სტრუქტურას და წარმოქმნის უხილავ დამცავ ბარიერს. იცავს კანს დაბინძურებისაგან და მავნე ზემოქმედებისაგან. ღრმად ატენიანებს კანს და საუკეთესო საშუალება როგორც კანის მოსავლელად ასევე თმებისთვისაც. ქოქოსის ცხიმს გააჩნია ანტი ბაქტერიული და ანტი მიკრობული თვისება. დაბერების საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა, ასევე შეიცავს E ვიტამინს, რაც ეხმარება დაზიანებულ კანს, დამწვრობის და სხვა დაზიანებული სტრუქტურის აღსადგენად. დადებითი შედეგი აქვს ეგზემის სამკურნალოდაც. ქოქოსის ცხიმი შეიცავს უნიკალურ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც აღადგენს თმის ღეროვან სტრუქტურას. გაიკეთეთ ნიღაბი დაიმასაჟეთ თმის ძირები და ქერტლი და მისგან გამოწვეული სიმშრალე აღარასოდეს შეგაწუხებთ. დაიტანეთ ნოტიო თმაზე ერთი ან ორი ჩაის კოვზი და გაიჩერეთ რამდენ ხანსაც შეძლებთ შემდეგ ჩამოიბანეთ. ქოქოსის ცხიმი გამოიყენება მშრალი და მტვრევადი თმისთვის და შეგიძლიათ თქვენს ნებისმიერი თმის მოვლის საშუალებაში (შამპუნში) გაზავება. თმას უფრო ბზინვარეს და ჯანსაღს ხდის. ასევე შეგიძლიათ დაიტანოთ ცხიმი თვალის გარშემო და კანი უფრო რბილი გახდება. ჩაშავებული უპეების პრობლემასაც აიცილებთ თავიდან. გამოიყენეთ როგორც პარსვის შემდგომი საშუალება. ასევე საუკეთესოა, როგორც ტუჩის ბალზამი. არბილებს და აახალგაზრდავებს ტუჩის ზედაპირს. ეფექტურად წმინდავს კანს და არ აღიზიანებს თვალებს. არბილებს ნუნებს, მუხლებს და ქუსლებს, უბრალოდ შეიზილეთ ცხიმი გაუხეშებულ ადგილას. საუკეთესოა ერთფეროვანი და ლამაზი რუჟის მისაღებად და უებარია მზისგან დამწვრობის დროსაც.