WWW.MYSKIN.GE
ან მობრძანდით სავაჭრო ცენტრ "ქარვასლა"-ში ჩვენს სტენდთან (კარფურის შესასვლელთან). 
საკურიერო მომსახურეობა უფასო. 593 501 535" />
Like us on facebook
მთავარი
პროდუქცია
ჩვენს შესახებ
ბლოგი
კონტაქტი
წონა: 50მლ.
ფასი30
მაკადამიის თხილის ზეთი 100% ნატურალური 50მლ.
მომენტალურად შეიწოვება კანის უჯრედების მიერ. აქრობს გაღიზიანებას, სიმშრალეს, აღადგენს კანის სირბილესა და სინაზეს.
ეს არაჩვეულებრივი და როგორც მას ეძახიან „ჯადოსნური" ზეთი ახორცებს ჭრილობებს, კურნავს დამწვრობებს, უბრუნებს კანს ახალგაზრდობას და სინაზეს. მაკადამიის ზეთზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები, როგორც წესი ძალიან ძვირად ფასობს.
ზეთში პალმიტოლეინის მჟავის მაღალი შემცველობა, განსაკუთრებით მობერებული კანის შემთხვევაში, განაპირობებს კანის ზედაპირის სწრაფ აღდგენას. კანის შიგნით ეს ზეთი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, რომელიც აფერხებს უჯრედების მემბრანების დაშლას.
იმის გამო, რომ მაკადამიის ზეთი სწრაფად შეიწოვება კანის მიერ, მას „სწრაფქრებად" ზეთს ეძახიან. ის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ასაკოვანი კანის მოსავლელად: აღადგენს, ატონიზირებს, არბილებს და ატენიანებს კანს. მას იყენებენ მშრალი გაუწყლოებული კანის მოსავლელად.
მაკადამიის ზეთი თმების მოვლის უნიკალური საშუალებაა. ის კარგად ნაწილდება თმების ზედაპირზე და აჯანსაღებს მათ. ამავ დროულად ქრება სტრუქტურული განსხვავება თმის ძირებსა და თმების წვეროებს შორის. თმები იძენენ ჯანმრთელ იერს.
მაკადამიის ზეთი აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას. კანი ხდება სწორი და გლუვი, თმები კი ძლიერი და მბზინვარე.
პალმიტოლეინის მჟავის მაღალი შემცველობა განაპირობებს ამ ზეთის გამაახლგაზრდავებელ ეფფექტს. მოცემული მჟავა ბუნებრივად არსებობს ახალგაზრდა კანის უჯრედებში, მაგრამ ასაკთან ერთად მისი შემცველობა მცირდება. მაკადამიის ზეთი კი აახალგაზრდავებს კანის ზედაპირს. ეს უნიკალური ბუნებრივი საშუალება შეიძლება გამოვიყენოთ ყველა ტიპის კანის მოსავლელად: ბავშვობიდან სიბერემდე. ის არ აბინძურებს ფორებს, როგორც ზოგიერთი სახეობის ზეთი და ამიტომ პრობლემური კანის ზედაპირისთვისაც კი უსაფრთხოა.
თუ თქვენ მოგწონთ ალტერნატიული ბუნებრივი საშუალებების გამოყენება, შეგიძლიათ ისარგებლოთ მაკადამიის ზეთით, ძვირიანი კოსმეტიკური საშუალებების მაგივრად, რომლებიც შეიცავენ ბევრ მავნე ქიმიურ დანამატებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანებისათვის.
სახეზე სხვადასხვა კოსმეტიკური პრობლემების წარმოქმნისას მაკადამიის ზეთი ასრულებს „სასწრაფო დახმარების" როლს. ის სწრაფად შეიწოვება და სწრაფადვე აქრობს კანის გაღიზიანებას და აქერცვლას. ამით ის უბრუნებს კანს სინაზესა და სირბილეს. 
თავისი უნიკალური თვისებებისა და ტექსტურის გამო, ზეთი გამოიყენება თვალის ნაზი, თხელი კანის ყოველდღიური მოვლისათვის. მაკადამიის ზეთი იდეალური მალამოა ნებისმიერი კანისთვის.
ეს ყველსაზე ჰიპოალერგიული კოსმეტიკური საშუალებაა. მას არ აქვს უკუჩვენებები. სიფრთხილე მმართებთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალური აუტანლობა თხილის მიმართ და კერძოდ მაკადამიის თხილის მიმართ.
კოსმეტიკური ჩვენებები:

კვებავს, ატენიანებს და არბილებს კანს. უნარჩუნებს სილამაზეს და ჯანმრთელობას;
გამოიყენება მშრალი, დაბერებული სახის კანის, ყელის და მკერდის მოსავლელად;
დადებითად მოქმედებს ასაკოვანი კანის მდგომარეობაზე, რომელმაც უკვე შეწყვიტა კანის ცხიმის გამომუშავება;
აქრობს ფოტოდერმიტიტის მოვლენებს;
კარგად გამოიყენება მზის დამწვრობების შემთხვევაში, იხმარება გარუჯვის შემდეგ,კანის მოსავლელად;
ზეთის გასარუჯად გამოყენებისას მიიღებთ ლამაზ ბრინჯაოსფერ რუჯს;
აქვს ანტიოქსიდანტური და გამაახალგაზრდავებელი მოქმედება;
სასიკეთოდ მოქმედებს კანზე, განსაკუთრებით წელიწადის ცივ პერიოდებში, როცა კანი იმყოფება სტრესის ქვეშ;
ეფექტურია როგორც ანტიცელლულიტური კოსმეტიკური საშუალება, აქრობს სტრიებს და კანს ხდის უფრო ელასტიურს და მკვრივს;
გამოიყენება ყველა სახის მასაჟისთვის.
ეფექტურად გამოიყენება დაზიანებული მშრალი თმის მოსავლელად;
არაჩვეულებრივად უხდება მტვრევად, მშრალ თმებს, განსაკუთრებით ქიმიური დახვევის, თმის გასწორების და შეღებვის შემდეგ. ის აძლიერებს დასუსტებულ, დაზიანებულ და მტვრევად თმებს და ანიჭებს მათ მბზინვარებას, ჯანმრთელ იერს, აჩქარებს თმების ზრდის პროცესს;
აშორებს ქერტლს;
არის იდეალური საშუალება კანისა და თმების მოსავლელად. შესანიშნავად ატენიანებს მათ;
ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას,;
გამოიყენება ფრჩხილების გასამაგრებლად;
მაკადამიის ზეთი ჰიპოალერგიული პროდუქტია და ამიტომ შეიძლება მისი უსაფრთხოდ გამოყენება.
თმების მოსავლელად: თმების ყოველდღიური დაცვისათვის აუცილებელია სავარცხელი დავასველოთ ზეთში და თმები დავივარცხნოთ 2-3 ჯერ დღეში. შეიძლება გამოვიყენოთ მაკადამიის ზეთი სუფთა სახით ან დავუმატოთ ეთერული ზეთი. (5წვეთი ეთერული ზეთი- მაკადამიის 10მლ ზეთზე).
საბანაოდ ან ბასეინზე წასვლის წინ, ზეთში დასველებული სავარცხლით ჩამოივარცხნეთ თმები. ეს დაგიცავთ გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისაგან (ქლორი, ქარი, მარილი და ა.შ.)
რეგულარული გამოყენებისას ქრება თმების სიმშრალე და მტვრევადობა, წყდება მათი ცვენა.
მაკადამიის ზეთი კარგად ასველებს თმებს და თანაბრად ნაწილდება თავის კანზე, კვებავს და აძლიერებს მას. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეფექტი მშრალი და მტვრევადი თმების შემთხვევაში, ასევე მრავალჯერ შეღებილი თმებისთვის. ეს ზეთი აღადგენს სტრუქტურას, რის გამოც თმა ხდება ჯანმრთელი და ძლიერი.
მაკადამიის ზეთი მცენარეული ზეთია. მისი გამოყენება შეიძლება, როგორც სუფთა სახით, ასევე სხვა ზეთებთან ერთად, როგორც დღისა და ღამის მალამო. ის შეიძლება გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაცილებლად, შეიძლება დავუმატოთ მალამოებს და ლოსიონებს ეფექტის გასაძლიერებლად. ამისთვის მალამოს დაუმატეთ გამოყენების წინ 5-6 წვეთი ზეთი.

------------------
შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში WWW.MYSKIN.GE
ან მობრძანდით სავაჭრო ცენტრ "ქარვასლა"-ში ჩვენს სტენდთან (კარფურის შესასვლელთან). 
საკურიერო მომსახურეობა უფასო. 593 501 535